კრიმინალი

2 581 ვაზნა, 12 შეკვრა ასაფეთქებელი ნივთიერება – იარაღის უკანონო შეძენისთვის 1 პირი დააკავეს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მცხეთა-მთიანეთში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. 

ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1963 წელს დაბადებული მ.ნ. დააკავეს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მ.ნ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, კერძოდ: 2 581 საბრძოლო ვაზნა, 12 შეკვრა ასაფეთქებელი ნივთიერება "ტროტილი", 15 ამფეთქი ფალია, 15 მჭიდი, 2 ხელყუმბარა და ტყვიამფრქვევი.

სამართალდამცველების მიერ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები: გამომშრალი "მარიხუანა", ფსიქოტროპული ნივთიერება და 6 ძირი მცენარე "კანაფი". - წერს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 265-ე და 273-ე პრიმა მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები