ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობის თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის 12 წევრი დააკავეს.
უწყების ცნობით, ბრალდებულები ყალბი და ოფიციალური დოკუმენტებით, 8 შემთხვევაში მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოსგან 826 815 ლარის ოდენობის გრანტს.
"საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ააიპ სოფლის განვითარების სააგენტო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს აფინანსებდა არაუმეტეს 150 000 ლარის ოდენობით.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი დაკავებული სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ლ.დ., რომელიც ინფორმირებული იყო ზემოთაღნიშნული პროგრამის შესახებ , სახელწმიფო თანხის დიდი ოდენობთ მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაუკავშირდა ფიზიკურ პირებს, რომლებიც არანაირ კავშირში არ იყვნენ სოფლის მეუნეობასთან და მათი მეშვეობით მიმართა სოფლის განვითარების სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, გრანტის გაცემის თაობაზე. დანაშაულებრივ სქემაში ასევე ჩართული იყო, რამდენიმე კომპანია, საიდანაც თითქოსდა უნდა მომხდარიყო ხსენებული ტექნიკის შეძენა.
ზემოაღნიშნულმა კომპანიებმა, თავის მხრივ, დანაშაულებრივი ქმედების შენიღბვის მიზნით, გასცეს ყალბი ინვოისები ტექნიკის რეალიზების თაობაზე. დადგენილია, რომ აღნიშნული სქემით, ბრალდებულების მიერ ყალბი საანგარიშსწორებო და ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, 8 შემთხვევაში სახელმწიფოსგან მოტყუებით იქნება მიღებული გრანტი ჯამში 826 815 ლარის ოდენობით, რომელიც შემდგომ, არადანიშნულებისამებრ იქნა გამოყენებული პირადი ინტერესებისათვის" - ნათქვამია საგამოძიებოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და არ არის გამორიცხული გაიზარდოს ბრალდებულთა რაოდენობა და მითვისებული თანხის ოდენობა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე 362-ე და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახეთ და ზომად თავსიუფლების 7-დან 10 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.





