პრორუსული პროპაგანდა

რუსეთის დაზვერვა: NATO აქტიურად ემზადება რუსეთთან შესაძლო კონფლიქტში მოლდოვის გამოსაყენებლად

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (СВР) თქმით, NATO აქტიურად ემზადება რუსეთთან შესაძლო შეიარაღებულ კონფლიქტში მოლდოვის გამოსაყენებლად.

"СВР-ის ინფორმაციით, NATO აქტიურად ემზადება რუსეთთან შესაძლო შეიარაღებულ კონფლიქტში მოლდოვის ჩასართავად". - წერია СВР-ის განცხადებაში.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განმარტებით, NATO-მ გადაწყვიტა დააჩქაროს მოლდოვის ალიანსის "აღმოსავლეთ ფლანგზე მთავარ საყრდენად" გარდაქმნა, რათა ქვეყნის ტერიტორია იყოს შესაბამისი ალიანსის ძალების რუსეთის საზღვრებთან სწრაფი გადასვლისთვის.

უწყების ინფორმაციით, NATO ევროპულ რკინიგზის ლიანდაგზე გადადის და ხიდების გამტარუნარიანობას ზრდის, ასევე აშენებს ლოგისტიკურ ჰაბებს, დიდ საწყობებსა და სამხედრო აღჭურვილობის შესანახ ადგილებს.

ამასთან, СВР აღნიშნავს, რომ მოლდოვის აეროპორტები მოდერნიზებულია სამხედრო თვითმფრინავების დიდი რაოდენობის მისაღებად.

კომენტარები