ივანიშვილის მთავრობამ, ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა 2026 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივა - განკარგულებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
"გიორგი კალანდარიშვილს დაენიშნოს/გაუგრძელდეს სანელმწიფო დაცვა შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში, სანელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად.
დაცვის ღონისძიებათა განნორციელება უზრუნველყოს სანელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსანურმა". - ნათქვამია განკარგულებაში, რომელიც 8 ივლისით თარიღდება.
კალანდარიშვილს " საჭიროების გასვლამდე" სახელმწიფო დაცვა პირველად ირაკლი კობახიძის 2024 წლის 10 ოქტომბრის განკარგულებით დაენიშნა.
"2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის პერიოდში შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, სახელმწიფო დაცვა დაენიშნოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - გიორგი კალანდარიშვილს" - წერია 2024 წლის 10 ოქტომბრის განკარგულებაში.





