ავტოსაგზაო შემთხვევა

ქუთაისში 2 მანქანა გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა – 2 პირი დაიღუპა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც მანქანების მძღოლები დაიღუპნენ. 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები