რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინაში კასეტური რაკეტების ტექნოლოგიების მოპარვაში ბრალდებული ჩინეთის 2 მოქალაქე დააკავეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) ნეპტუნის ტიპის კასეტური რაკეტების სისტემასთან დაკავშირებული საიდუმლო სამხედრო ტექნოლოგიების მოპარვის მცდელობაში ეჭვმიტანილი ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავა. 

არსებული ინფორმაციით, კიევის ტექნიკური უნივერსიტეტის 24 წლის ყოფილი სტუდენტი და მისი მამა აგროვებდნენ საიდუმლო ინფორმაციას ჩინეთის დაზვერვისთვის გადასაცემად. 

ერთ-ერთი ეჭვმიტანილი 2023 წელს უნივერსიტეტიდან ცუდი აკადემიური მოსწრების გამო გარიცხეს, თუმცა ის უკრაინაში დარჩა და ცდილობდა უკრაინის მოქალაქის დაქირავებას, რომელსაც საიდუმლო თავდაცვით ტექნოლოგიებზე ჰქონდა წვდომა. 

SBU-მ ყოფილი სტუდენტი საიდუმლო დოკუმენტების გადაცემის დროს ცხელ კვალზე აიყვანა, ხოლო მისი მამა მოგვიანებით დააკავეს. ბრალდების მიხედვით, ის პერიოდულად ჩამოდიოდა უკრაინაში და შვილს დანაშაულის ჩადენაში უწყობდა ხელს. 

ორივე დაკავებულს ბრალი ჯაშუშობაში აქვთ წარდგენილი. დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები