პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე იმყოფებოდა.
როგორც სარჯველაძე ამბობს, რიჟვაძის სიცოცხლის გადასარჩენას ყველაფერი კეთდება. მისივე თქმით, ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად მხოლოდ ფილტვია დაზიანებული.
"გვიან ღამე შეიყვანეს საგარეჯოს კლინიკაში ბატონი თორნიკე. მძიმე ტრავმა აქვს მიღებული, ცეცხლსასროლით ჭრილობა აქვს მიყენებული, შესაბამისად, ჩაუტარდა გადაუდებელი ღონისძიებები, ქირურგიული ოპერაცია იქვე ადგილზე, ყველა საჭირო პროცედურა იქნა განხორციელებული საიმისოდ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები აღდგენილიყო.
ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვინაიდან ძალიან მძიმე ტრავმები აქვს ორგანიზმისთვის, რომელიც არის ამ შემთხვევაში სახეზე. ბუნებრივია, ამ დროის აუცილებელია გარკვეული პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, სამედიცინო თვალსაზრისით ვგულისხმობ, ისე როგორც მკურნალობითი, აღდგენითი და ასე შემდეგ.
ყველაფერი, რაც აუცილებელია სიცოცხლის გადარჩენისთვის, ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, უკლებლივ ყველაფერი უკეთდება ბატონ თორნიკეს. ძალიან მძიმე, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის, თავზარდამცემი, შეიძლება ასე ითქვას. ყველაფერს აკეთებენ ექიმები იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ჯანმრთელობა.
[...]
ერთი ჭრილობა გახლავთ, საბედნიეროდ, მხოლოდ ფილტვია დაზიანებული და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს არ შეხებია ეს ჭრილობა" - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
დღეს, 7 ივლისს, შსს-მ გავრცელა ინფორმაცია, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღის არის დაჭრილი, ხოლო გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სამთავრობო მედია იმედმა გაავრცელა წერილი, რომელიც მათი მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა.
სამთავრობო პროპაგანდის მიერ გავრცელებულ წერილში წერია, რომ რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, რადგან მას "კორუფციას და ბარიგების მფარველობას" აბრალდებდნენ.
საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ალექსი ახვლედიანი, რომლის სახლშიც, საგარეჯოში, შემთხვევა მოხდა.





