გიორგი რამიშვილი

შსს-ს ცნობით, გიორგი რამიშვილი იარაღთან დაკავშირებით დააკავეს

გიორგი რამიშვილი

სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი, ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს. 

როგორც ტაბულას შსს-ში ეუბნებიან, რამიშვილი დაკავებულია სსკ-ს 236-ე მუხლის საფუძველზე. მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის, (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა) საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება გულისხმობს. 

კომენტარები