რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ რუსეთში, ჩუვაშეთში მდებარე სამხედრო საწარმოზე იერიში მიიტანა

უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებული ფოტო, რომელიც იერიშის შედეგებს ასახავს  

უკრაინის გენშტაბის ცნობით, 5 ივლისის ღამეს იერიში მიიტანეს რუსეთში, ჩუვაშეთში, ქალაქ ჩებოკსარში მდებარე ობიექტზე, სადაც ბალისტიკური რაკეტებისა და ე.წ. კამიკაძე დრონების ნაწილებს აწარმოებდნენ.

საწარმოში ამზადებდნენ შაჰედის ტიპის დრონისა და Искандер-К ტიპის ბალისტიკური რაკეტების, ასევე მართვადი საჰაერო ბომბებისა და სხვა მაღალი სიზუსტის შეიარაღების ნაწილებს.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ დაზიანების შედეგებზე ინფორმაციას აზუსტებენ.

ამას გარდა, უკრაინამ იერიში მიიტანა ვორონეჟის ოლქში მდებარე აეროდრომზე, სადაც რუსული ავიაგამანადგურებლებია განლაგებული.

კომენტარები