რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ რუსულ ავიაბაზაზე იერიში მიიტანა

5 ივლისს უკრაინის არმიის სპეციალური ოპერაციების ძალებმა ვორონეჟის ოლქში მდებარე ბორისოგლებსკის ავიაბაზაზე იერიში მიიტანეს.

ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

გენშტაბის მიხედვით, იერიში მეტოქის საჰაერო დარტყმების შესაძლებლობების შემცირებას ისახავდა მიზნად.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ავიაბაზა რუსეთის Су-34, Су-35S და Су-30SM ტიპის თვითმფრინავების საბაზო ადგილს წარმოადგენს.

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა ფრთოსანი ბომბების საწყობს, სასწავლო თვითმფრინავსა და სავარაუდოდ, სხვა თვითმფრინავებსაც დაარტყეს.

დარტყმის შედეგები ჯერ კიდევ ზუსტდება.

"თავდაცვის ძალები აგრძელებენ ყველა შესაძლო ღონისძიების გატარებას, რათა შეამცირონ რუსეთის ოკუპანტების შესაძლებლობები დაარტყან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და აიძულონ რუსეთი შეწყვიტოს შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ" - წერია გენშტაბის განცხადებაში.

კომენტარები