ჩვენ დღეს მოვისმინეთ რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პრეზიდენტის მხრიდან სასაცილო და უბადრუკი მცდელობა ივაჭროს პოლიტიკური ლიდერების თავისუფლებით, ჩვენი პასუხი მარტივია - ჩვენ ამ ვაჭრობაში არ შევდივართ რუსულ რეჟიმთან. მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს შესაძლებლობა დავეკონტაქტო პატიმრობაში მყოფ ჩვენს ლიდერებს დროის, შეზღუდვების და შესაბამისი წესების მიხედვით, რითაც საპატიმრო დაწესებულებები სარგებლობენ.
მიუხედავად ამისა, რომ ვერ ვეკონტაქტებით, პატიმრობაში მყოფ ჩვენ ლიდერებს, მე როგორც ლელოს გენერალური მდივანი და მათი მეგობარი, ვიცი თუ რა ღირებულებებით ცხოვრობენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რა პრინციპებით და ღირსებით იცავენ ქართველი ხალხის ინტერესებს და ქართველ ხალხთან ერთობით სჯერათ ბრძოლის და გამარჯვების. მათთან შეუთანხმებლად, თუმცა რწმენით, რომ ეს არის 100%-ით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოზიცია, ვაცხადებ, არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება, ჩვენ ყაველაშვილს მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით.
თავის მხრივ ყაველაშვილის ეს უბადრუკი მცდელობა არის ივანიშვილის შიშების დემონსტრირება, მორალური დილემებით გაართულოს ოპოზიციის მიერ გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა - ვიბრძოლოთ ყველა ველზე.
შესაბამისად, კიდევ ერთხელ მივმართავთ ქალბატონ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ავუსრულოთ ივანიშვილს თავისი რუსული კოშმარი და ვთხოვთ ქალბატონ პრეზიდენტს, კიდევ ერთხელ ვცადოთ ერთიანობა და ავასრულოთ მთავარი შიში, რაც ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს აქვს. ამ შიშით არის შეპყრობილი ივანიშვილი და მისი ბანდა. ივანიშვილს ეშინია ერთობის და საერთო ბრძოლის, სადაც ის სამარცხვინოდ დამარცხდება. ამ ბრძოლაში ჩვენ ვითხოვთ ერთობას და ერთიანობას.





