მოსკოვში Транснефть-ის ვიცეპრეზიდენტი, ანდრეი ბადალოვი თავისი სახლის ფანჯრების ქვეშ გარდაცვლილი ნახეს. წინასწარი ვერსიით გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობაა.
რუსული მედიის ცნობით, შემთხვევის დროს ბინაში ბადალოვის მეუღლე და ორი შვილიც იმყოფებოდნენ. მისი ცხედარი კი საცხოვრებელი კომპლექსის დაცვამ ნახა.
სამართალდამცავმა ორგანოებმა პროპაგანდისტულ ТАСС-ს დაუდასტურეს, რომ გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.
62 წლის ანდრეი ბადალოვი Транснефть-ის ვიცეპრეზიდენტის პოსტ 2021 წლიდან იკავებდა. ის კომპანიის ციფრული ტრანსფორმაციის და ინფორმაციის ტექნოლოგიების საკითხებს ხელმძღვანელობდა.





