ოკუპირებულ ლუგანსკში ქალაქის ყოფილი დე ფაქტო მერი, მანოლის პილავოვი ააფეთქეს. მედიის ცნობით, აფეთქება 3 ივლისს, დაახლოებით 12 საათზე, ტარას შევჩენკოს ქუჩაზე მოხდა.
რეგიონის მარიონეტული მთავრობის ცნობით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა, მათ შორის, ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
როგორც Українська правда-ს უკრაინის თავდაცვის სამსახურის წყარომ უთხრა, რომ პილავოვის ლიკვიდაციის უკან СБУ იდგა.
მანოლის პილავოვი ოკუპირებული ლუგანსკის დე ფაქტო მერის პოსტს 2014-2023 წლებში იკავებდა.





