უკრაინაში, ჟიტომირის ოლქში, სოფელ ბერეზინის მახლობლად, 2 ივლისის საღამოს 2 აფეთქება მოხდა.
აფეთქებებს შორის ინტერვალი მხოლოდ 3 წუთი იყო. ამ დრომდე აფეთქებების ზუსტი მიზეზი უცნობია.
მედიის ინფორმაციით, აფეთქებები 2 საწარმოში მოხდა. შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 24 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი.
ჟიტომირის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ვიტალი ბუნეჩკოს თქმით, აფეთქების შედეგად სრულიად განადგურდა 25 საცხოვრებელი შენობა.
თავდაპირველად გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასევე ძლიერ დაზიანდა Socar-ის ბენზინგასამართი სადგური, ვერსიას ბუნეჩკო არ ადასტურებს.
მომხდარის შედეგად დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი რამდენიმე ხაზი, რის გამოც, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 735 აბონენტი.
აფეთქების შემდეგ სამართალდამცავებმა გადაკეტეს M-06 გზატკეცილი.





