არგუმენტი რაც ხშირად მესმის, თითქოს "FARA" საქართველოში ზუსტად დაკოპირებულია ამერიკული FARA-დან. ვერ დაგეთანხმებით. ჩვენ რა თქმა უნდა შევისწავლეთ აშშ-ში FARA და მინდა გითხრათ, რომ ამ კანონთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა დამცავი ბერკეტები, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, კანონი, რომელიც მიიღეს, გასული წლის კანონთან ერთად, კიდევ ერთხელ ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებებს, გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვან და ეფექტურ მუშაობაზე და ამცირებს იმ სივრცეს, რომელშიც ისინი მოქმედებენ. ჩვენ გქონდა შეხება ქართულ მხარესთან ამ კანონთან დაკავშირები, რომ საბოლოო მიღებამდე მის შეფასებაში დახმარება მოეთხოვათ. ეს არის ჩვენი მანდატი, რომ დავეხმაროთ სახელმწიფობს, როდესაც იღებენ კანონებს, რომლებიც ეუთოს ვალდებულებებს არ შეესაბამება. რა თქმა უნდა, ჩვენი მცდელობებისა და დახმარებასთან დაკავშირებით ჩემი პერსონალური მოთხოვნების მიუხედავად, კანონი საბოლოოდ მაინც მიიღეს.
ქართული ოცნება
OSCE/ODIHR-ის დირექტორი: "FARA"-ს კანონი საქართველოში ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებებს
tbl.ge/78z4
დაკოპირდა

ამბობს ეუთო/ოდირის დირექტორი, მარია ტელალიანი ეუთოს ყოველწლიურ საპარლამენტო ასამბლეაზე.
ამავე თემაზე
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი
- კობახიძე: ივანიშვილის რჩევით ხშირად ვსარგებლობ, რაც ყოველთვის ფასდაუდებელია




