ბელარუსი

ლუკაშენკო: პუტინთან შევთანხმდით, რომ ორეშნიკის რაკეტებს ბელარუსი წლის ბოლომდე მიიღებს

კრემლი

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ორეშნიკის რუსულ რაკეტებს ბელარუსი 2025 წლის ბოლომდე მიიღებს. 

"ჩვენ პუტინთან ვოლგოგრადში შევთანხმდით. ორეშნიკის პირველი პიზიციები ბელარუსში იქნება. თქვენ ნახეთ, როგორ მუშაობს ორეშნიკი. წლის ბოლომდე, ეს იარაღი უკრაინაში იქნება განლაგებული" – ამბობს ლუკაშენკო. 

13  მარტს, მოსკოვში ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გაიმართა.

ლუკაშენკოს თქმით ბელარუსს რუსეთისგან ორეშნიკი ჯერ არ მიუღია, მაგრამ ქვეყანა მზად არის შორი რადიუსის რაკეტების განთავსებისთვის.

"ბელარუსს ორეშნიკი ჯერ არ მიუღია. ქვეყანაში ამ დროისთვის მიმდინარეობს ორეშნიკის გამშვები დანადგარების მზადება, ველოდებით რაკეტებს რუსეთიდან". – თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული კონტინენტთაშორისი ჰიპერბგერითი ბალისტიკური სარაკეტო სისტემა ორეშნიკის განთავსებაზე 2024 წლის 7 დეკემბერს შეთანხმდნენ.

6 დეკემბერს პუტინმა მხარი დაუჭირა ლუკაშენკოს წინადადებას, რომ ბელარუსში ეს სარაკეტო სისტემა განეთავსებინათ. მათ მოაწერეს ხელი უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმებას. პუტინის თქმით, ორეშნიკის ბელარუსში განთავსება შესაძლებელი მომდევნო წლის მეორე ნახევარში იქნება.

პუტინმა აღნიშნა, რომ შეიარაღება რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების შემადგენლობაში დარჩება, თუმცა შესაძლო მოწინააღმდეგის სამიზნეების შერჩევა ბელარუსის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შეეძლება.

კომენტარები