უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების ამკრძალავი ოტავის შეთანხმების დატოვებას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში გადაწყვეტილება ეროვნული ინტერესებითა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით ახსნეს. აქამდე ამ შეთანხმების დატოვების თხოვნა უკრანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წამოაყენა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ შეთანხმებაში ყოფნა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ზღუდავდა და არათანაბარ ვითარებაში აყენებდა რუსეთთან, რომელიც ოტავის კონვენციის წევრი არაა.
ახლა ამ საკითხს უკრაინის უმაღლესი რადა გადახედავს.
ოტავის შეთანხმება კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების შენახვას, წარმოებასა და გადაცემას, ითხოვს მათ განადგურებას. .მცირე ხნის წინ ამ მავალდებულებელი დოკუმენტის დატოვების შესახებ გამოაცხადეს სხვა ქვეყნებმაც: ესტონეთმა, ლიტვამ, ლატვიამ, პოლონეთმა და ფინეთმა.





