სომხეთი-ევროკავშირი

კალასი სომხეთში ვიზიტის ფარგლებში ხაჩატურიანს შეხვდა

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სომხეთში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა.

"მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები სომხეთში და შევხვდი პრეზიდენტ ხაჩატურიანს. განვიხილეთ ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავება". - წერს კალასი პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, შეხვედრისას ევროკავშირის მხრიდან რეფორმების მხარდაჭერაზე, გამძლეობისა და კეთილდღეობის მშენებლობაზე ისაუბრეს.

"რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია". - წერს უმაღლესი წარმომადგენელი.

კომენტარები