სომხეთი-ევროკავშირი

სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას მხარი დაუჭირა

სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 63-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.

კანონპროექტის ავტორი სამოქალაქო ინიციატივა დემოკრატიული ძალების პლატფორმაა, რომელმაც 2 თვეში 60 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა. კანონპროექტის ეროვნულ ასამბლეაში ინიცირებისთვის მინიმუმ 50 000 ხელმოწერა იყო აუცილებელი.

ზემოხსენებული კანონპროექტი სომხეთის მთავრობამ გასულ თვეში დაამტკიცა.

კომენტარები