შირაქის მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფაჰიანს სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
აჯაფაჰიანის ადვოკატის, არა ზოგრაბიანის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავარეპისკოპოსს კომუნიკაცია შეეზღუდა და ის მხოლოდ ოჯახის უახლოეს წევრებთან და დაცვის მხარესთან შეძლებს შეხვედრას.
ადვოკატის თქმით, სასამართლო სხდომაზე საკუთარ სიტყვაში აჯაფაჰიანმა განაცხადა, რომ რომ მიუხედავად პატიმრობისა, იგი მადლიერია ღმერთის, რომ ამ განსაცდელს გადის.
აჯაფაჰიანი 27 ივნისს დააკავეს.
"ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა გამოძიებაში. მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფაჰიანს წარუდგინეს ბრალდება სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე. გამომძიებელმა სასამართლოს მისი დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა". - თქვა ადვოკატმა.
მანამდე სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა და პოლიციამ ეჩმიაძინის ტაძართან მთავარეპისკოპოსის, მიქაელ აჯაფაჰიანის დაკავების ოპერაცია გააუქმა. ტაძართან სასულიერო პირის მომხრეები იყვნენ შეკრებილები, რის გამოც, საპოლიციო ძალებთან დაპირპისპირების რისკი გაჩნდა.
მიქაელ აჯაფაჰიანის წინააღმდეგაც სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის მიღების მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
25 ივნისს, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების თანამშრომლებმა ტავუშელი მთავარეპისკოპოსი, ბაგრატ გალსტანიანი დააკავეს.
მანამდე, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღკვეთეს.





