სომხეთი

სომხეთში შირაქის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფაჰიანი დააკავეს

მიქაელ აჯაფაჰიანი

შირაქის ეპარქიის მეთაურის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფაჰიანის ადვოკატის ინფორმაციით, ის ხელისუფლების დამხობის ბრალდებით დააკავეს.

"ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა გამოძიებაში. მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფაჰიანს წარუდგინეს ბრალდება სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე. გამომძიებელმა სასამართლოს მისი დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა". - თქვა ადვოკატმა არა ზოგრაბიანმა.

მისი თქმით, სასამართლო გადაწყვეტილებას მთავარეპისკოპოსის დაკავებიდან 24 საათის განმავლობაში მიიღებს. ზოგრაბიანმა აღნიშნა, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

მანამდე სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა და პოლიციამ ეჩმიაძინის ტაძართან მთავარეპისკოპოსის, მიქაელ აჯაფაჰიანის დაკავების ოპერაცია გააუქმა. ტაძართან სასულიერო პირის მომხრეები იყვნენ შეკრებილები, რის გამოც, საპოლიციო ძალებთან დაპირპისპირების რისკი გაჩნდა.

მიქაელ აჯაფაჰიანის წინააღმდეგაც სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის მიღების მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

25 ივნისს, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების თანამშრომლებმა ტავუშელი მთავარეპისკოპოსი, ბაგრატ გალსტანიანი დააკავეს.

მანამდე, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღკვეთეს.

კომენტარები