ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"საქართველოში ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის ბოლოდროინდელი დაპატიმრებები წარმოადგენს უპრეცედენტო თავდასხმას დემოკრატიაზე.
ნორვეგია მოგიწოდებთ უსამართლოდ დაპატიმრებულთა გათავისუფლების და საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებების დასრულებისკენ". - წერია უწყების განცხადებაში.





