კრიმინალი

ქვეყნის დატოვებას ცდილობდა - სიმამრის მკვლელობის ბრალდებით 26 წლის კაცი დააკავეს

შსს-მ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი, 1998 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა სიმამრს - 1961 წელს დაბადებულ თ.მ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით გულმკერდისა და ყელის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გარდაცვლილის მეუღლესაც, 1979 წელს დაბადებულ მ.კ.-ს.

სამართალდამცველებმა ბ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მცდელობისას, „სარფის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეაჩერეს, რომელიც შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი- დანა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით" - აცხადებს შსს.

ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები