სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 54.5% ოპოზიციის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ემხრობა - კვლევის პრეზენტაცია დღეს 15 ივნისს, გაიმართა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევაში 2000 რესპოდენტი მონაწილეობდა - შედგა პირისპირი ინტერვიუ, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 5-20 მაისის შუალედში.
კითხვაზე, უნდა მიიღონ თუ არა ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში, მოსახლეობას განწყობა ასე ნაწილდება: დიახ - 54,4 %, არა - 22,3% არ ვიცი / უარი პასუხზე - 23,2%.
ISSA-ს კვლევის მიხედვით, მონაცემები განსხვავებულია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში - თბილისში, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას 50% ემხრობა, წინააღმდეგია ან უარის ამბობს პასუხზე - 50%.
რეგიონებში 56,4% ამბობს, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.
კითხვაზე, "ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი უნდა გაგრძელდეს, თუ უნდა შეწყდეს" განწყობა შემდეგი სახით განაწილდა:
- მოსახლეობის 53% და თბილისელების 69% პროტესტის გაგრძელებას ემხრობა.
- 24.9% თვლის, რომ არ უნდა გაგრძელდეს.

ასევე, ISSA-ს კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების გარეშე ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას მხარს უჭერს მოსახლეობის 39% და თბილისელების 36%

კვლევა აწარმოა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC - თან ერთად.





