ბრიტანეთზე რა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი წუხან, თუ რატომ ვერ გასცემენ გრანტებს პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის დანაყოფებზე, ხომ? მოდი ჩავიხედოთ, ვისზე არის საუბარი. საუბარი არის იმ ფიგურებისგან შემდგარ რაღაცა ენჯეო ორგანიზაციებზე, რომლებიც პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის, საპარლამენტო გამსვლელ სიაში არიან მოხვედრილები.
საუბარი არის ტაბულაზე, რომელიც არ ვიცი დეზინფორმაციის გავრცელების გარდა და შუღლის გაღვივების გარდა თუ ტაბულა რამეს ემსახურება. ნუ თვითონ მოქალაქეებმა თავად განსაჯონ. და მსგავსი ტიპის ორგანიზაციები. [...]
თუ ყველაფერი რიგზე არის, თუ ყველაფერი ისე ჰქონდათ გაცემული და იმგვარი დაფინანსებები ჰქონდათ გაცემული, რომ კითხვის ნიშანი საერთოდ არ უნდა არსებობდეს, მაშინ მათსავე ინტერესში შედის, ხომ, რა თქმა უნდა, გაასაჯაროონ და ჩვენს საზოგადოებას დაუმტკიცონ, ის რომ ჩვენი, რაღაცაზე დაფუძნებული ეჭვები, არის მცდარი. მაგრამ ვინაიდან ისინი დუმილის რეჟიმში არინა, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვიფიქროთ საპირისპირო. [...]
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მათივე რეპუტაციას აკნინებს ჩვენი საზოგადოების თვალში.





