რუსული რეჟიმი

სამხარაძე იზოლატორშია გადაყვანილი, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

ლექსო სამხარაძეს სასამართლომ ივანიშვილის წარმომადგენელ დავით მათიკაშვილის საჩივრის საფუძველზე ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შსს-მ სამხარაძე დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა - ამის შესახებ ტაბულას უწყებაში ეუბნებიან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 ივნისს ლექსო სამხარაძეს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. 

"ალექსანდრე სამხარაძემ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის დააკავეს.

ალექსანდრე სამხარაძე გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით" - წერია შსს-ს განცხადებაში, რომელიც ტაბულას მიაწოდეს.

ლექსო სამხარაძეს ივანიშვილის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა შეურაცხყოფისთვის უჩივლა. 

"დავით მათიკაშვილმა მიჩივლა. ზაფხულს სოლიდური ჯარიმით, ან საპყრობილეში შევხვდები. არცერთია კატასტროფა, კატასტროფა გარუსება და ქვეყნის ღალატია. [...]

ჩემ მიერ განხორციელებული ქმედება სრულად გააზრებული იყო და შედეგიც როგორი დადგებოდა, ვხვდებოდი/ვხვდები." - დაწერა აქტივისტმა 5 ივნისს სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები