ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ საქართველოს მონიტორინგზე პასუხისმგებელი თანამომხსენებლები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
ედიტ ესტრელამ და საბინა ჩუდიჩმა ღრმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოში პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ მიმდინარე რეპრესიებთან დაკავშირებით.
განცხადებაში ნათქვამია, რომ თანამომხსენებლებმა უკიდურესი შეშფოთება გამოთქვეს იმ ფაქტზე, რომ ჟურნალისტებსა და პოლიტიკურ აქტივისტებს სასამართლოში იმის გამო იბარებენ, რომ მათ სოციალურ ქსელებში მმართველი პარტიის წარმომადგენლები "შეურაცხყვეს".
თანამომხსენებლებმა ასევე გააკრიტიკეს ოპოზიციური პოლიტიკოსების მიმართ გამოუყენებელი არათანაზომიერი იურიდიული ზომების, მათ შორის, დაკავებების გამოყენება, განსაკუთრებით იმ პირების მიმართ, რომლებიც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წინაშე წარდგომაზე უარს ამბობენ.
"მიმდინარე რეპრესიები მხოლოდ ამწვავებს სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში და ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს იმ ვალდებულებების პატივისცემისგან, რომლებიც მას ევროპის საბჭოს წევრობით ეკისრება.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს არადემოკრატიული რეპრესიები განსხვავებული მოსაზრებების მქონე პირების მიმართ და შეაჩეროს ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა.
ჩვენ კვლავ მზად ვართ შევინარჩუნოთ ღია და კონსტრუქციული დიალოგი როგორც ხელისუფლებასთან, ასევე ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რათა დავეხმაროთ ქვეყანას, შეასრულოს ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები". - აღნიშნულია განცხადებაში





