გამოცემა Reuters ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ "დიდი შვიდეულის" სახელმწიფოების უმეტესობა მზადაა, დამოუკიდებლად შეამცირონ რუსულ ნავთობზე "დიდი შვიდეულის" მიერვე დაწესებული ზღვარი იმ შემთხვევაშიც, თუ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გადაწყვეტს, ამ პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს.
ცნობისთვის, დიდი შვიდეულის ქვეყნები 15-17 ივნისს კანადაში შეხვდებიან და 2022 წელს რუსული ნავთობის ფასზე ზღვრის დაწევას განიხილავენ. აღნიშნული ზღვრის მიზანი რუსეთისთვის ნავთობიდან შემოსული თანხის მეშვეობით უკრაინაში წარმოებული ომის დაფინანსების შეზღუდვაა.
ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო ზღვრის დაწევას მას შემდეგ ემხრობიან, რაც ნავთობზე გლობალური ფასების ვარდნამ 60-დოლარიანი ზღვარი უმნიშვნელო გახადა.
Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო მზად არიან ამ გადაწყვეტილების მისაღებად, სხვა ევროპელი დიდი შვიდეული სახელმწიფოებისა და კანადის მხარდაჭერით.
ამასთანავე, გამოცემის წყაროებმა თქვეს, რომ აშკარაა, თუ რას გადაწყვეტს აშშ მიუხედავად იმისა, რომ ევროპელები შეხვედრაზე საერთო პოზიციას ითხოვენ. წყაროების ცნობით, ასევე გაურკვეველია, თუ რა იქნება იაპონიის პოზიცია.
მანამდე, 10 ივნისს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკომისიის მიერ წარდგენილი სანქციების მე-18 პაკეტი მოიცავს "დიდი შვიდეულის" მიმართ მოწოდებასაც, რომ რუსული ნედლი ნავთობის ფასზე დაწესებული ზღვარი ბარელზე $60-დან ბარელზე $45-მდე შემცირდეს.





