რუსული რეჟიმი

პროკურატურა: "პოსტ TV"-ის ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურა / Facebook

პროკურატურის ცნობით, ტელეკომპანია პოსტ TV-ის მიერ პროკურატურისთვის მომართული განცხადების საფუძველზე, ტელეკომპანიის ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

"გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, ტელეკომპანია, პოსTV-ის შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის 12 ივნისს, აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტი - მარიამ ნებიერიძე ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე, რა დროსაც იქ მყოფმა პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების გზით უკანონოდ შეუშალეს ხელი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში" - წერია პროკურატურის განცხადებაში

კომენტარები