რუსული რეჟიმი

მდინარაძეზე Facebook პოსტის გამო, ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

დეა მამისეიშვილი

მამუკა მდინარაძეზე Facebook პოსტის გამო, ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს.

"გამონაკლისი დაუშვეს დღეს, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ ჩემზე. დამაჯარიმეს 3 000 ლარით, იმიტომ, რომ მდინარაძეზე ვთქვი, რომ “მდინარაძეა”. - წერს მამისეიშვილი.

დღეს ჩანიშნული პროცესების უმრავლესობა გადაიდო. საუბარია რეჟიმის საჩივრებზე, სადაც შსს მოქალაქეებს Facebook-პოსტების გამო, ქართული ოცნების შეურაცხყოფისთვის სასამართლოში იბარებს. 

ცნობისთვის, ივანიშვილის რეჟიმი შსს-ში მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, ჟურნალისტებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო უჩივის. ამ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოში 15-მდე პირის პროცესი ჩაინიშნა.

კომენტარები