ავტოსაგზაო შემთხვევა

ყვარელში, ნეკრესის მონასტრის მიმდებარედ, ავარიის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ყვარელში, ნეკრესის მონასტრის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. 

ინფორმაცია თავდაპირველად ინტერპრესნიუსმა გაავრცელა, მათივე ცნობით, დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. 

ტაბულას ინფორმაცია შსს-ში დაუდასტურეს.

კომენტარები