თიბისის ბიზნესდაჯილდოებაზე დასარეგისტრირებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება.
განაცხადების მიღება მომდევნო 5 დღის განმავლობაში, 15 ივნისამდე გაგრძელდება,
პროექტის ვებ-გვერდზე - https://www.businessaward.ge/.
ამ დრომდე, მონაწილეობის სურვილი უკვე 300-ზე მეტმა ბიზნესმა გამოთქვა და მათი
რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. რიგით მე-9 ბიზნესდაჯილდოებაზე, ფინალისტების
და გამარჯვებულების ვინაობა დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი და მათ,
სპეციალურად პროექტისთვის შერჩეული ჟიური გამოავლენს.
წლევანდელი ბიზნესდაჯილდოება ბევრი საინტერესო სიახლით დაბრუნდა, მათ შორის
ახალი ნომინაციით - საუკეთესო ფრილანსერი. ბიზნესებს წელს, 5 კატეგორიაში
შეუძლიათ დარეგისტრირება:
1. საუკეთესო პროდუქტი;
2. საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი;
3. გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა;
4. გამორჩეული როლი რეგიონში;
5. საუკეთესო ფრილანსერი .
გამარჯვებულებისთვის სამი კატეგორიის პრიზია დაწესებული. თითოეულ მათგანს
შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, თავად შეარჩიოს
ჯილდოდან ერთ-ერთი: ახალი ვებ-გვერდი; ბრენდინგი ან საკომუნიკაციო მხარდაჭერა.
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია - Visa. მხარდამჭერი - აჭარა ჯგუფი.
მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.
რეკლამა
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 5 დღე რჩება (რ)





