მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან, ძალაში შევა ცვლილება, რომლითაც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, საბაკალავრო საფეხურზე ქართულ სექტორზე, ქართული ენის სწავლება სავალდებულო წესით დაბრუნდება და ეს ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯია სახელმწიფო ენის გაძლიერებისთვის და მას შემდეგ, რაც აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღდგება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია და ქვეყანა გამთლიანდება, ამავე ცვლილებებით აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართულ ენასთან ერთად საბაკალავრო სისტემაზე, აფხაზური ენის სწავლებაც სავალდებულო გახდება და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს პოლიტიკურ ვნებას, დამოკიდებულებას და განწყობას თუ როგორ ვუფრთხილდებით ჩვენი მოძმე აფხაზი დების და ძმების ენას და რა ნაბიჯებს ვდგამთ პოლიტიკურ კონტექსტში.
tbl.ge/7807
დაკოპირდა

განაცხადა ივანიშვილის დეპუტატმა, გივი მიქანაძემ პლენარულ სხდომაზე.
ამავე თემაზე
- მდინარაძე: ევროპული ღირებულებები სხვაგანაა, ევრობიუროკრატიული გადაწყვეტილებები კი სხვაგან
- ზახაროვა: ყველაფერი, რასაც დასავლეთში, მათ შორის საქართველოზე, აცხადებენ, მცდარია
- კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
- ზარქუა: კაია კალასი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია
- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საერთაშორისო სამართალს ხაზი გადაუსვა - პაპუაშვილი




