საქართველო-ევროსაბჭო

ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენელი ოცნების ყოფილი დეპუტატი, ხატია წილოსანი იქნება

ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენელი ხატია წილოსანი იქნება - ხატია წილოსანი ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატია, მან მხარი დაუჭირა რუსული კანონის მიღებას.

აღნიშნულ პროსტზე, წილოსანი თამარ ტალიაშვილს ჩაანაცვლებს, რომელსაც ივანიშვილის მთავრობა აშშ-ში საქართველოს ელჩად ნიშნავს.

"ხატია წილოსანი 2019-2020 წლებში იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. 

იგი ასევე მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში წამყვან პოზიციებზე. 2020-2024 წლებში ხატია წილოსანი გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მას ასევე აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება" - წერს ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ ივანიშვილის პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის პოზიციაზე თამარ ტალიაშვილის, ხოლო ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოზიციაზე დასანიშნად ხატია წილოსანის კანდიდატურები წარუდგინა.

კომენტარები