სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი Facebook-ზე მორიგ საჯარო პოსტს აქვეყნებს სომხეთის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ II-ს მიერ უქორწინებლობის აღთქმის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით.
ფაშინიანის თქმით, პატრიარქის დუმილი ნიშნავს, რომ ბრალდებები მის წინააღმდეგ მართალია.
"რაზე მეტყველებს გარეგინ II-ს დუმილი? ჩვენ, მისი მრევლი, მისგან ველოდებით უქორწინებლობის აღთქმის დარღვევასა და ბავშვის ყოლასთან დაკავშირებით საჯარო განმარტებას.
დუმილი თანხმობის ნიშანია - და ფაქტობრივად გაჰყავს ის პირველსაყდრის საზღვრებიდან. სიმართლის თქმა - ასევე ნიშნავს თავის განყენებას პირველსაყდრისგან. ტყუილი - ასევე ნიშნავს თავის განყენებას ეკლესიისგან" – წერს ფაშინიანი.





