რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპის თქმით, "უკრაინის მხარესაა" და მის მხარდაჭერას გააგრძელებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, "უკრაინის მხარესაა" და მის მხარდაჭერას გააგრძელებს.

როდესაც აშშ-ს პრეზიდენტს ჰკითხეს, გააგრძელებდა თუ არა იგი უკრაინის მხარდაჭერას, ტრამპმა უპასუხა: "კი... მე უკრაინის მხარეს ვარ". 

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინის ომი ორი ბავშვის ჩხუბსაც შეადარა. 

"ხანდახან შენთვის უმჯობესია, ცოტა ხანი ბრძოლა აცადო და შემდეგ დაშალო". 

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ანალოგია 4 ივნისს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროსაც გაახმოვანა. 

აშშ-ს პრეზიდენტმა რეპორტიორებთან საუბრისას კვლავ გაუსვა ხაზი სანქციების დაწესების შესაძლებლობას, თუმცა ამჯერად როგორც რუსეთის, ისე უკრაინის წინააღმდეგ, თუ მხარეები სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწევენ. 

"ჩვენ ძალიან მკაცრები ვიქნებით, ეს რუსეთი იქნება თუ სხვა, ჩვენ ძალიან მკაცრები ვიქნებით, სისხლისღვრაა, რაც იქ ხდება". - თქვა ტრამპმა. 

კომენტარები