მარიამ ლაშხი

ლაშხი: არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, პირველ რიგში, ხალხის ნდობით

ოპოზიციის მხრიდან არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობით მანიპულაცია არახალია, თუმცა, პირველ რიგში, თავიანთივე ამომრჩევლის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს. [...] რაც არ უნდა იყოს, ჩვენს ქვეყანას ჰყავს ხელისუფალი, რომელიც პასუხისმგებელია არა მხოლოდ თავის ამომრჩეველთან, არამედ, ზოგადად, ქვეყნის მოსახლეობასთან და მათი მონაწილეობა-არმონაწილეობით არაფერი შეიცვლება. ჩვენ ისევ გავაგრძელებთ როგორც თბილისის, ასევე რეგიონების გაძლიერებას და დამაჯერებლად გავიმარჯვებთ სწორედ იმ ხედვით, იმ შედეგებით, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს, და, პირველ რიგში, ხალხის ნდობით.

თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა ადგილობრივ არჩევნებზე საუბრისას, საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით.

კომენტარები