თბილისი

მერია: ჭავჭავაძისა და კუს ტბის საბაგირო 2-5 ივნისის მგზავრებს ვერ მოემსახურება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 2 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით მგზავრებს ვერ მოემსახურება.

"აღნიშნულ პერიოდში, საბაგირო გზაზე განხორციელდება გეგმიური სამუშაოები. კერძოდ, საბაგირო გზის მზიდი, გამწევი და კუდის ბაგირების მაგნიტურ-ინდუქციურ დეფექტოსკოპიური კვლევა, ბაგირის ჩამაგრების ქუროების შემოწმება და აკრედიტებული ორგანოს მიერ საბაგირო გზის ტექნიკურ ინსპექტირება.

გარდა ამისა, მომსახურე პერსონალს საევაკუაციო სწავლება ჩაუტარდება" - წერია თბილისის მერიის განცხადებაში. 

კომენტარები