რუსეთი

რუსეთში ხიდი დაინგრა, არიან დაღუპულები

რუსეთში, ბრიანსკის ოლქში ხიდი ჩამოინგრა. ნანგრევები ხიდის ქვეშ მიმავალ მატარებელს დაეცა.

ხიდის ნგრევა მოსკოვის დროით დაახლოებით 22:44 საათზე მოხდა. ამ დროს ხიდის ქვეშ კლიმოვი-მოსკოვის მატარებელი გადაადგილდებოდა.

"A240 გზაზე უბედური შემთხვევა მოხდა. ხიდის ნანგრევები სამგზავრო მატარებელს დაეცა. სამწუხაროდ არიან დაღუპულები და დაშავებულები". – თქვა ბრიანსკის ოლქი გუბერნატორმა, ალექსანდრ ბოგომაზმა.

ბოლო მონაცემებით, უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა 69 ადამიანი. დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.

ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა ხიდის დანგრევის მიზეზი. რუსი სამხედრო კორესპონდენტები Telegram-არხებში წერენ, რომ შესაძლოა ხიდი უკრაინულმა სპეცსამსახურებმა ააფეთქეს.

როგორც რამდენიმე Z-პროპაგანდისტი წერს, რამდენიმე დღის წინ, ხიდთან ახლოს, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, უკრაინული დივერსიულ-მზვერავი ჯგუფი შენიშნეს, თუმცა ოფიციალურმა პირებმა ინფორმაციას ყალბი უწოდეს.

ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო-სამძებრო სამუშაოები. 

კომენტარები