FARA-ს კანონპროექეტი

ზურაბიშვილი კოსს: ოცნებისთვის მოწოდება ამაოა, პრო-EU მოქალაქეების მხარდაჭერა აუცილებელია

ევროპული გზის გაჩერებასა და რუსული კანონების მიღებაზე პასუხისმგებელი ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის მოწოდება ამაოა. თუმცა EU-ს მიერ საქართველოს პროევროპელი მოქალაქეებისა და მათი მხრიდან ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის აქტიური მხარდაჭერა აუცილებელია!

წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე და  გაფართოების საკითხებში ევროკომისარის, მართა კოსის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ის ოცნების "FARA"-ს გმობს და "საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული უკუსვლის შესაბრუნებლად სარწმუნო ნაბიჯების გადადგმისაკენ და უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლებისკენ" მოუწოდებს.

კომენტარები