შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოცნების "FARA"-ს კანონის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ "FARA"-ს მიზანი საქართველოში დამოუკიდებელი ხმების ჩახშობაა.
"ახალი "უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი ბოლო დროინდელი რეპრესიული კანონმდებლობის სერიის გაგრძელებაა, რომელიც საქართველოში დამოუკიდებელი ხმების ჩახშობას ისახავს მიზნად. შვედეთი საქართველოს მამაც სამოქალაქო საზოგადოებასა და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის კუთხით მის შთამბეჭდავ მუშაობას მხარს მტკიცედ უჭერს" - წერია განცხადებაში
ივანიშვილის რეჟიმის მიერ მიღებული "FARA"-ს კანონი 31 მაისიდან ამოქმედა. მისი აღმასრულებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება.
განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონპროექტით გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით.





