რუსული რეჟიმი

მდინარაძე მელიაზე: მდაბიო პიარკამპანია აწარმოა და გადაჭარბების გარეშე, თავი დააჭერინა

გირაოს ვინც არ იხდის, მას პატიმრობა ეფარდება. რთულია? მარტივი ამბავია. ამით რაღაცის შექმნა, ნუ ზღაპრის სფეროდან არის, წარმოუდგენელია. რომელი მსჯავრდებულიც გირაოს არ იხდის, მათ პატიმრობა რომ ეფარდება, ჩემი აზრით, ამისგან სკანდალის გამოყვანა ოდნავ გაგიჭირდებათ. ეს ერთი. მეორე, წინა დღეზე, რომ ლაპარაკობენ, ესე იგი, კაცი იმუქრებოდა, რომ გამაგრდებოდა, ვერ დაიჭერდნენ სხვადასხვა ვერსიებს აყალიბებდა, რომ როგორმე გამაგრებულიყო და აქ ახლომახლო, რომ არის ე.წ. "ალამუთის ციხესიმაგრე", როგორც თავად შეარქვეს, უკვე ყოფილი ნაცების ოფისი. 

მაშინდელი სცენარის არ იყოს, აპირებდა, რომ თავის ოფისში გამაგრებულიყო და წინა დღეს გამოვიდა დასეირნობდა ქალაქში და პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდა. კაცმა თავი დააჭერინა და უნდათ სხვა [თემაზე] გადაიტანონ [ყურადღება], წარმოუდგენელი ამბავია.

წინა დღით ქალაქში სეირნობას და პოლიციელების შეურაცხყოფას არ დააპირებდა, რომ არ ქონოდა განზახვა, რომ წინა დღეს დაეჭირათ და მერე, მეორე დღეს, თავი ემართლებინა თავისი თანაგუნდელების წინაშე, რომ, აი, რა ვქნა წინა დღეს დამიჭირეს თორემ მეორე დღეს დავანგრევდი ყველაფერსო. მარტივი ამბავია. მდაბიო პიარკამპანია აწარმოა და გადაჭარბების გარეშე, თავი დააჭერინა. 

კომენტარები