თუ არ მოხდება გააზრება, რომ მე თუ დანაშაული ჩავიდინე და დამნაშავე ვარ და ვაგებ პასუხს, თუ ასეთი იდეებით შეპყრობილი ვარ, აგერ ბოლშევიკები და დეკაბრისტები, პირდაპირ რომ მიდიოდნენ და პირდაპირ ეწირებოდნენ, ციხეშიც მიდიოდნენ და არც შეწყალებას ითხოვდნენ, თუ ამით ვარ გამსჭვალული და ბოლომდე უნდა ვიბრძოლო და დიახაც, იმიტომ ჩავდივარ ამ დანაშაულს, იმიტომ განახორციელე ეს აქტი, რომ ეს ხელისუფლება ჩემთვის მიუღებელია, მტერია და მე ამას ვაკეთებ - ეს მეორე თემაა.
ორი მხარე უნდა არსებობდეს, რომ ეს აქტი შედგეს, მე ვერ განვახორციელებ შეწყალებას თუ მეორე მხარეს ეს გათავისებული არ აქვს, რომ მე ის უნდა შევიწყალო. თუ ეს მოხდება და ეს გააზრება შედგება, რა თქმა უნდა, დასაშვებად ესეც შეიძლება მოხდეს. მაგრამ თუ ის პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს და ის ადამიანები, პირიქით ასულდგმულებენ, რომ არაფრის დიდებით არ გადაიაზრონ მათი ქმედება და რასთან უწევთ ბრძოლა და როგორი მართულები არიან, რომ ჰგონიათ, რომ თავისუფლები არიან და ვისგან იმართებიან და ამაში რა თანხებია გადახდილი, რომ საკუთარი ქვეყანა, თუ საკუთარ ქვეყნად თვლიან, რომ აყანყალონ. [სტილი დაცულია].





