რუსული რეჟიმი

გენპროკურორმა რეჟიმის პატიმრების საქმეთა პროკურორები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა

პროკურატურის ინფორმაციით, გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა მოადგილეებთან ერთად სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა უწყების 118 თანამშრომელი, მათ შორის რეჟიმის პატიმრების საქმეების პროკურორები. 

სინდისის პატიმრების საქმეთა დაჯილდოვებული პროკურორები არიან: შმაგი გობეჯიშვილი, ნუგზარ ჭიტაძე, თამარ იაკობიძე, თორნიკე გოგეშვილი, ნათია თათიაშვილი, ანი ხუბეჯაშვილი, ვაჟა თოდუა, ვახტანგ ცალუღელაშვილი. 

"გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობა გამოეცხადა პროკურატურის 118 თანამშრომელს, სახელმწიფო სპეციალური წოდება ვადამდე მიენიჭა 15 თანამშრომელს. ასევე პროკურატურის საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა 3 თანამშრომელს და დაჯილდოვდნენ შესაბამისი სამკერდე ნიშნით: რევაზ ბაღაშვილი - საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი, ზაზა მეტონიძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, იამზე ვაშალომიძე - ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საქმისწარმოების განყოფილების უფროსი" - წერია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები