აშშ-საქართველო

ვოლსკი კობახიძეზე: რეალურად მართავს სიტუაციას, მართვის სისტემაში გამორჩეულია

პრემიერმინისტრი, ნებისმიერი სხვა, განსაკუთრებით პრემიერმინისტრი, განსაკუთრებით ირაკლი, არის უშველებელი რესურსის, ინტელექტუალური რესურსის მქონე ადამიანი, რომელიც რეალურად მართავს სიტუაციას.

შიდა სამზარეულოა, მაგრამ ყველა მინისტრს არც იცნობს ბიძინა ივანიშვილი, ამ მართვის სისტემაში რასაკვირველია, ირაკლი გამორჩეულია ბევრი რამით და მასთან შეხვედრა არ უნდა [ამერიკის ელჩს]. ანუ მითითებას აკეთებს, რომ თუ შეხვედრაა და საკითხებზე მოლაპარაკება, ეს ადამიანია [ბიძინა ივანიშვილი] სწორედ ის. ვიღაცას სიგნალი ეძლევა ამით, რომ შეტევის სამიზნე ეს [ივანიშვილი] უნდა იყოს. 

ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი გია ვოლსკი TV იმედის ეთერში.

აშშ-ს საელჩოს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უარი უთხრა. ოცნების საპატიო თავმჯდომარემ საელჩოს უპასუხა და აღნიშნა, რომ რობინ დანიგანს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა შესთავაზეს, თუმცა, ელჩმა უარი თქვა.

კომენტარები