Reuters-ის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი თანახმაა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთვის, თუმცა, სანაცვლოდ მოითხოვს წერილობით გარანტიას, რომ NATO აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება.
სამი რუსული წყაროს მიხედვით, რუსეთის მოთხოვნა გულისხმობს, რომ უკრაინას, საქართველოს, მოლდოვასა და სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს უარი ეთქვათ ალიანსში გაწევრიანებაზე.
გარდა ამისა, რუსეთი მოითხოვს, უკრაინა გამოცხადდეს ნეიტრალურ სახელმწიფოდ და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილის მოხსნას, ასევე, დასავლეთში გაყინული რუსული აქტივების დაბრუნებას და უკრაინაში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვა.
ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, თუ დასავლეთი არ დათანხმდება რუსეთის პირობებს, პუტინი მზად არის, გააძლიეროს იერიშები უკრაინის წინააღმდეგ.





