კრიმინალი

ინდონეზიის ერთ-ერთ კუნძულზე პოლიციამ ორი ტონა მეტამფეტამინი აღმოაჩინა

ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე გემის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ორი ტონა მეტამფეტამინი აღმოაჩინა. პოლიციამ ინდონეზიის ოთხი და ტაილანდის ორი მოქალაქე დააკავა. 

ინდონეზიის ნარკოტიკების სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, სამართალდამცავი ორგანოები 5-თვიანი დაზვერვის შედეგად პოლიციამ დააკავა გემი, სახელწოდებით "Sea Dragon Tarawa", რომლის ბორტზეც ყუთებში 2 ტონა მეტამფეტამინი აღმოაჩინეს. 

არსებული ინფორმაციით, დიდი ოდენობით ნარკოტიკი კრიმინალურმა დაჯგუფებამ გაავრცელა ტაილანდის, მიანმარისა, ლაოსისა და ტაილანდის საზღვარზე არსებული მთიანი რეგიონიდან სახელად "The Golden Triangle", რომელიც ნარკოტიკების წარმოებით ერთ-ერთი პირველი ადგილია მსოფლიოში. 

ინდონეზიის ნარკოტიკების სააგენტოს მიხედვით, დიდი ოდენობით მეტამფეტამინის ტრანსპორტირება იგეგმებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში.

კომენტარები