26 მაისი

გისურვებთ აყვავებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას - უკრაინის საელჩო

უკრაინის საელჩო საქართველოში ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს.

"უკრაინის საელჩო საქართველოში გულწრფელად ულოცავს საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს!

ვუსურვებთ მშვიდობასა და აყვავებას, ბედნიერებას, კეთილდღეობასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას!

გილოცავთ საქართველო!" - წერია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები