თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ავარია მოხდა. როგორც ტაბულას შსს-ში ეუბნებიან, დაშავდა ერთი ადამიანი.
შსს-ს ცნობით, გამოძება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
რადიო თავისუფლება თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეითი არასწორ ადგილას კვეთდა გზას, მძღოლმა შეჯახების პრევენციის მიზნით ტროტუარის მხარეს გადაუხვია და ამ დროს, მიკროავტობუსი გვერდითა ნაწილით მაინც დაეჯახა ფეხით მოსიარულეს, რომელიც სავარაუდოდ, მენჯის მოტეხილობით კლინიკაში გადაიყვანეს.





