ბელარუსი

ლუკაშენკო ბელარუსის მთავრობის წევრებს: დათესეთ კარტოფი, ამის დრო ჯერ კიდევ გაქვთ

ალექსანდრ ლუკაშენკო
Photo: REUTERS/Vasily Fedosenko

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ სოფლის მეურნეობაზე ამინდის გავლენაზე ისაუბრა და ბელარუსის მთავრობის წევრებს მოუწოდა კარტოფილის დათესვა დაიწყონ.

ბელარუსის პრეზიდენტი ადგილობრივი თვითმმართველობების ახალ ხელმძღვანელებს მიმართა და მაისის ანომალიური ამინდის ფონზე, სოფლის მეურნეობის სფეროში შექმნილ სირთულეებზე გააკეთა კომენტარი. როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, ყინვებმა "თავიანთი ბინძური საქმე გააკეთეს" და მოსავლიანობას გარკვეული ზიანი მიაყენეს, თუმცა, ამ ეტაპზე მდგომარეობა კრიტიკული არ არის.

"კატასტროფა არ არის," — თქვა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, საჭიროა მცენარეების მხოლოდ მცირე რაოდენობის გადათესვა, რაც, ფაქტობრივად, უკვე შესრულებულია.

გარდა ამისა, ბელარუსის პრეზიდენტის მტკიცებით, წელს ბელარუსში კარტოფილი გაცილებით ფართო მასშტაბით დაითესა. მისივე თქმით, კარტოფილის მოყვანა დაიწყეს იმათმაც, ვისაც ეს აქამდე არასდროს გაუკეთებია.

"გირჩევთ, თქვენ თავადაც დათესოთ კარტოფილი, ჯერ კიდევ გაქვთ ამის დრო. თესლი არის. ყველა უნდა იყოს ამის შესახებ ინფორმირებული. კარტოფილზე მოთხოვნა უზარმაზარი იქნება, რადგან ჩვენს მთავარ საექსპორტო ბაზარს - რუსეთს ასევე შეექმნა ამინდით გამოწვეული პრობლემები, რამაც კარტოფილის მოსავლის დიდი დანაკარგი გამოიწვია," - თქვა ლუკაშენკომ.

კომენტარები